ჭაობი (დ.ჩ.–ს აქვს მხოლოდ ჭყანტი). „ჩაესვენა ჭაობთა და ჭყანტობში" („კლდე“, 1912 წ., №1, გვ. 10) „ბაყაყთ კი იქვე იდღესასწაულეს, იქვე ჭყანტობის პირას“ (ვაჟა, „ივ.“, 1905 წ., № 190). ჭყანტიანი – „სადგომი ბინა დაუხვდა ჭყანტიან – ჭაობიანი“ („აკაკის კრებ.“, 1897 წ., №3, გვ. 47).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.