აა აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აო აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აშ აჩ აც აძ აწ აჭ ახ აჯ აჰ
ასა ასი ასკ ასლ ასმ ასნ ასო ასტ ასხ

ასონასი (ასუნასი)

  1. „ძველებური ქართული ბანქოს თამაშია. თამაშობენ ოთხში, ხუთ-ხუთი ბანქო რიგდება. სულ არის ოცი ცალი, ათიანი, სალდათი, ქალი, ხელმწიფე და ტუზი ყველა მასტისა“ (ს. მგალ., გაზ. „ფასკუნჯი“, 1908 წ., N 3). „მაგისი კაბის ფასი გვათამაშებდა ასონასს“ (რ. ფავლენ. „მოამბე“, 1895 წ., N VII, გვ. 34).
  2. ა ს უ ნ ა ს ს ი - ერთგვარი ქაღალდის თამაშობაა.
  3. რუსულშია: играет изрядно в дураки и месники (გოგოლი, 1919 წ., გვ. 398). ქართულშია: „ურიგოდაც არ იცის ქაღალდის თამაშობა ასონასისა და სხვ. („კრებ“., 1871 წ., N III, გვ. 70)
  4. Игра в горки (არბენა და ჩამორბენა). იხ. „მეჯღან“.
  5. თამაშია ერთგვარი (ეს სიტყვა „მეჯღანუაშვილში“ არის). „უთავბოლოდა ვცხოვრობდი, ფლანგვაში ვიყავ გიჟია, შინაურებთან აღზრდილსა, არაფრის მქონდა დარდია, ამხანაგები გავიცან ჩემი თვისების ფარდია და გასართობად მე მქონდა ასონანსი და ნარდია“ (ქ. ავალ. ლექსი, „თეატ. და ცხოვ.“., 1918 წ., N 1, გვ. 6).
    Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9