გად. მნიშ. – უქრის, ჩერჩეტია. ჰოპოპი ქალაქ. სიტყვაა და ნიშნავს ოფოფს. ოფოფი რომ დაჯედება, ქოჩორს აუშვებს, რომ გაფრინდება – დაუშვებს. „ეი, მუდრეგ, ცხვირები რას დაუშვით, ცას შეხედეთ, ჰოპოპები აუშვით“ („თ.“, 1885 წ., №19). „ხო იცი, ჰოპოპები თუ აუშვი, თელეთიც ვერ გიშველის“ (ს. ფაშალ., „ნიანგი“, 1936 წ., №8, გვ. 9).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.