მა მდ მე მზ მთ მი მკ მლ მო მუ მქ მღ მყ მც მძ მწ
მად მავ მაზ მათ მაი მაკ მალ მამ მან მაჟ მარ მას მატ მაქ მაღ მაყ მაშ მაჩ მაც მაწ მაჭ მახ მაჯ მაჰ

მახოხი

  1. ქილაში ჩაჰყრიან ქატოს, ჩააგდებენ ცომს, დარჩება ორი კვირა,ამოიღებენ, გაიწურება, უზამენ მწვან. ისპანახს, ქინძს, ზეთს, ნიორს, მოადუღებენ. დიდმარხვაში კერძია, საჭმელი. შეჭამანდი - ასე კეთდება: ჯერ პურის ხაშს გასთქვეფავენ წყალში, ამ წყალს დაასხამენ ქატოს, რომელიც ერთ ჭურჭელში იქნება მოგროვილი, მერე ჩაასხამენ ქვაბში, ისე დასტოვებენ ცოტა ხანს, მერე გასწურავენ, აადუღებენ, თუ მჟავეა ძალიან,წყალს მიუმატებენ. თუ სქელია, შეათხელებენ. ვის როგორ ეამება. ქატოს ჩაჰყრიან წყალში და დაამჟავებენ. შემდეგ გასწურავენ, ქატოს გამონაწურს მოადუღებენ, შიგ დანაყილ ნიგოზს, მწვანილს და ნიორს ჩაჰყრიან; დიდმარხვის საჭმელია. „უნდა სჭამოთ კარგი კამეჩის ხორცი, კარგი ღორის ხორცი, კარგი ჰოლანდიის ყველი, ფაფა, ფლავი, წაბლი, შაქრის პური და მახოხი, რათა შეწებდეს და მოსქელდეს სისხლი თქვენი“ (ივ. მაჩაბ., თარგ. მოლიერი, „ეჭვით ავადმყოფი“, გვ. 64, „ივ“., 1879 წ., № 5-6). „მითომ უნდოდა ჩემგანაც მიეღო ტკბილი პასუხი, მაგრამ მის მაგივრად მე მოვადუღე მახუხი.“ (ბაჩ. ლექსები და პოემები, 1938 წ., გვ. 378). მანდ ქართველები ისე ეუბნებიან ერთმანეთს „გამარჯვებაო“, თითქოს კითხავდნენ: რა სჭამე დღეს - მახუხი თუ დო?“ ( ვაჟა, „თ. და ც“, 1916 წ., № 20). არსებობს ერთი არაკი: ტერტერა მახოხს აქებდა, მოლა- ფლავს. სომეხი ჯიუტობდა და არ უთმობდა. ბოლოს სპარსელმა უთხრა: კარგი, ეს ბრინჯი ქატოში გაიბარე, მაგრამ ამ ერბოსი მაინც აღარ გრცხვენიაო? „ქატოს შეჭამადი, მჟავე“ - ასე აქვს დ. ჩ-ს. ეს არ არის სწორი ახსნა. აი, რატომ არის მჟავე და როდის ჭამენ: მახოხი... (აქ წყდება - რ. კ.)
  2. მღვრიეს სინონიმად ხმარობდნენ. „ბაქოში მილი გამართეს და ვითომ ზღვის წყალს სწმენდავენ, ნამდვილად კი მილში წყლის მაგივრად მახოხი მოდის“ („ივ.“, 1893 წ., №171). „შენ განა კაცი ხარ და ქუდი გხურავს? შენ სისხლის მაგიერ მახოხი გიდგას ძარღვებბში“ (მოპასანი, „რენარის მორევი“, გრ.ყიფშ. თარგ., „ივ“., 1887 წ., № 218; ლ. მეტრ. ანდაზები, გბ. 48). იხ. დ. ჩ.
    Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9