ომონიმი; ორი სიტყვა, რომელიც ერთგვარად ისმის, ხოლო აზრით სხვადასხვაა. მაგ., „აღმართ-აღმართ მივდიოდი მ ე ნ ე ლ ა, სერზედ შევდეგ, ჭმუნვის ალი მ ე ნ ე ლ ა“(აკაკი). „თუმც აკაკი ბევრს ჩხუბობდა, დ ა ო ბ დ ა, მაგრამ მაინც ძველი სიტყვა დაობდა“(გრიშ.) „მაჯამების“ საერთოდ გასაცნობად იხ. „საათნოვაში“ ნახსენები წყაროები (გვ. 73 სხოლიო).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.