მა მდ მე მზ მთ მი მკ მლ მო მუ მქ მღ მყ მც მძ მწ
მედ მეზ მეთ მეი მეკ მელ მემ მენ მეპ მერ მეტ მეუ მეფ მექ მეშ მეჩ მეწ

მერდინი

  1. წმინდა ქსოვილი, ქალაღაია. „ქუდ-ჩაკეცით, ყელზედ ჩით - მერდინითა, რა ქევქევით გავჰსწევ ორთაჭალისკენ!“ (გრ. ორბ.).
  2. საცერია, ფქვილის გასამტკიცად; ჯერ 1. მერდინი (წმინდა საცერი ძუასგანაც შეიძლება). 2. ცხრილი. 3.ცხავი (ამ ორ უკანასკნელს ტკეჩისაგან აკეთებენ. (ტკეჩი არის კაპრის ხის ან თხილის ხის ანაგლეჯი - ანატკეჩი ტყავი). „ჩვენს ეტლს ამშვენებდა ლაქია სოლომონა აზარფეშით ხელში, ყელზე მერდინმოხვეული“ (ელ. ყაზბ. მემუარები. „მნათ.“, 1924 წ., № 5, გვ. 315). „უკანა კარი კიდევ გაიღო და დუქნის პატრონი შემოუძღვა მორთულ - მოკაზმულს ოსის დედაკაცს, რომელსაც პირისახეზედ ჩამოეფარებინა მერდინი“ (ა ყაზბ., „მამის მკვლელი“, „ცნ. ფ.“, პრემია, გვ. 228). „მოიგლიჯა მერდინი და კაცებს ჩაუგდო შუაში“ (იქვე. გვ. 242).
    Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9