ჩითი და მერდინი. თხელი ქსოვილის თავსახვევი ან ყელსახვევი. „ეს ხომ ჩით - მერდინი არ არის" (მოლაყბე, „ცისკ"., 1862 წ., № 10, გვ. 175). „ყელზე ახვევია აბრეშუმის ჩით - მერდინი" (გ. ბაშინჯ., „სახ. საქმე", 1920 წ., 19 დეკ.).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.