მა მდ მე მზ მთ მი მკ მლ მო მუ მქ მღ მყ მც მძ მწ
მია მიბ მიგ მიდ მიე მიზ მით მიკ მილ მიჭ

მიამიტი (მეამიტი)

გულუბრყვილო. „თავიდან ვიშორებ იმ წარსულ მიამიტს(ნ. ზომლეთ. „სოფლის სიახლე“, „მნათ.“, 1929 წ., № 4, გვ. 1). ანუ მეამიტი. მეამიტი ნახმარი აქვს ვ. ბარნოვს, „ვარდფანჯები“, გვ. 49. „არც მალავდა თავის უზნეობას, ესე მეამიტად გვიამბობდა თავისგან ჩადენილ ავაზაკობას“ (ვ. ბარნ., „პროფესორი“, თ. 1; „ალიონისკრებ.“, გვ. 231). „ნორჩი ვარ! - და მიამიტი ყოფილხარ, წადით, გამშორდით“(„ცნ. ფურც..“, სურ. დამ., 1901 წ., № 4). „მტრედივით უგუნური“ (გლეხური თქმა). ხალხურად მეამიტი (ეს სიტყვა არც ერთ ლექსიკონში არ არის). გულუბრყვილო ჩვენს მწერლობაში გავრცელებულია. „არსებობს თუ არა დედამიწის ზურგზე ისეთი მეამიტი ადამიანი“ (გ. ქიქ. თარგ. ბალზაკის „შაგრენის ტყავი“, 1932 წ.,გვ. 42 და 59). „სდგანან კლდეები მიამიტები“ (გ. გაბლიანნი, „ავტო სევანდაში“, „დროშა“, 1932 წ., № 18-19). „მაცდურმა სიყვარულმა ტვინი და გული მოუწამლა და მის მიამიტ გონებაში ცხოვრება გადაიშალა, როგორც დასაწყისი ჯადოსნური ზღაპრისა“ (არ. ჯაჯან. თარგ. „გამოკეტილ ოთახში“, 1938 წ., გვ. 90). საბას და დ. ჩ.-ს არა აქვთ ეს სიტყვა. „ამოდენი მიამიტობა - ეგზომ ნათელი გონების გვერდით...“(„ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი“,თარგ. კ. გამს., 1928 წ., გვ.23). „მეამიტმა ჟურნალისტმა, როგორც ჩანს, არ იცოდა“ (ვ. კოტეტ., „ქართ. ლიტ. ისტ.“ II, გვ. 26). „რას ემართლები საწყალს, თავისთვის ალალ - მიამიტად, კრიალოსნის ჩხარა - ჩხურით დავითნსა ჰკითხულობს“ (გ. სუნდ., „დაქცეული ოჯახი“). ეს სიტყვა არ ესმით ლიხსიქითელებს: კრიტიკოსი ხომლელი (რომანოზ ფანცხავა) სწერდა ვ. ბარნოვის მოთხრობის გარჩევის დროს: „ზავთი, მიამიტი და ბელგა სრულებით არ მესმისო“ (ჟურნ. „ერობა“, 1920 წ., №10). „ამ საკვირველი არსების ორმაგობა, ბავშური მიამიტობა" (ა. ჭუმბ. რომ. „თეთრი ღამეები“).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9