აბრეშუმის ქსოვილია, რომელსაც მეტწილად საპერანგედ ხმარობდნენ. ალისფერი ბატისტი. ხალხური ლექსი ამბობს: „წითელი მოვის პერანგო“... ან: „მე იმერეთში მავალი, ქალი მინახავს მრავალი, ჩაცმული და დახურული, მოვის პერანგით ნავალი“. „გაშალა ბოხჩა და გადმოუწყო საპერანგე მოვები“ („ს. ი. მეჯღან ., I თავი). მოვი - ქალის წითელი შარვალი (ლიტ. სახელმ.“, გვ. 289, 1931 წ.). უეჭველად საპერანგედაც იხმარებოდა. „აცვია ხიფთანი პერანგი, მოვი“ (ლექსი ბატონიშვილ დავითისა, „ივ.“, 1879 წ. № 7-8, გვ. 185). იხ. „ძვ. ტფილისის ბოჰემა“ (ჩემი ეგზემპლიარი).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.