თეთრი წამოსასხამი. ძვ. აღმ. ქალების ზეწარი - ზედსამოსი, რომლითაც მთელ ტანსა და თავს იფარავდნენ. მხოლოდ თვალებისთვის იტოვებდნენ პატარა გასახედს, რომელიც ორთავე ხელით ეკავათ.
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.