ეს სიტყვა ნახმარი აქვს დ. მესხს თავის სცენარებში. მე მივწერე ავტორს, როგორ გესმის - მეთქი ჩათუქესანი და აი, რა მომწერა: „ეს თითქმის იგივე ავარაა, მხოლოდ უფრო ზრდილი და პატიოსანი. ავარა ხელს აწერს ბევრ სიბინძურესაც. ჩათუქესანი ამისთანებს არ იკადრებს. მოქეიფეა, ძმაბიჭობს, კარგი უნარიც აქვს. ავარასთან შედარებით მაღალი ფენისაც არის... იყო, ე. ი. ჩათუქესნები მოიჭამნენ ...“ (დ. მესხის წერ. ჩემდამი, 1935 წ., 10 მაისი). მოქეიფე. „ხშირად მომხდარა, რომ ქუდს თან აჰყვება პარიკი და თავმომწონე ჩათუქესანი სირცხვილეული რჩება“ (აკაკი, „სალამი“, „ივ“., 1886 წ., № 209). „ერთხელ ვ. აბაშიძე დამთვრალა და პოლიციაში წაუყვანიათ. მორიგემ ოქმი შეადგინა და ვასოს მიუბრუნდა: - რა გვარი ხართ? - ალექსეი ვასილევიჩ ჩათუქესანსკი - ირონიულად მიუგო ვასომ (ალ. იმედ.).
ავარა, ჯიბის მომჭრელი (დანით ქისის, ფულის მოჭრა). „უცებ საიდღამაც მიწის გველივით გამოტყვრა ერთი ჩათუქესანი ბიჭი, პატარძალი თვალწინ მოსტაცა და თავისთან წაიყვანა“ („დრ“., 1883 წ., № 85). ჩათუქესნობა - „...ამ ჩვენის დროების რაინდს ჩათუქესნობას უქებენ“ (ილია). „ვინ არის ი. გრიშაშვილი? ერთი იმ უბნელთაგანი, საიდანაც... ჩათუქესნობის გზას დაადგნენ“ („კომ. წითელი ქულაჯით, ჩათუქესნურად მორთული“ (აკაკი, წერ. ს. მერკვ. - თან).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.