ცდა. ჭანურად - საქმიანობა (ი. ყიფშ.). იმერ. - ჩალიჩი. ჩალიშობს - ცდილობს. „ცხოველთა სამყარო სულ ჩალიჩობს, რაც შეუძლიან“ (გრ. ყიფშ. თარგ. „ამბ. ცხ. სამეფოსი“, 1897 წ., გვ. 10). „ქუთაისი ჩალიშობს ახალი თეატრის ასაგებად“ („თ. და ც“., 1916 წ., № 14, გვ. 3). ბევრი ვიჩალიშე, მაგრამ არაფერი გამოდნაო - ამბობენ. მოკითხვის დროს პასუხობენ: ვარ რაღა, ვჩალიშობ. ჩალიშობა - „მერე გვიან იქნება მთავრობის ჩალიშობა“(„ივ“., 1891 წ., გვ. 1).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.