სწორღეროვანი მცენარე (ხუთი ღერო აქვს). ქალაქში ამ მცენარეს წნილად ინახავენ. დ. ჩ.– ს განმარტებით: ქარქვეტა არის ცუდის, აყროლებული სუნის მცენარე. ეს განმარტება ამ მცენარეს არ შეეფერება. ქარქვეტა ფსალმუნში იხმარება ხმელი კაჭაჭის და ფიჩხის მნიშვნელობით. „ფეხი მთებრ დასდგას ქვეყანად, ტინურად დამტკიცებული, ვითა ქარქვეტი ქართაგან, არ იქმნას მოტაცებული“ („ივ“., 1888., № 62, გვ.2).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.