ქობის გამკეთებელი. ქათიბებზე და მისთანებზე ქობის დამდები. ამბობენ: ქობაჩი შალიო, ვითომ ქობაშემოვლებული შალი, ქობაჩი სოფელი ლეკეთში, საიდანაც საჩოხე შალები მოჰქონდათ. ქობაჩი – ლეკების ერთი მოდგმა ხალხია, ამათ იციან კარგი შალის გამოყვანა. ქობაჩი ჩოხა – კარგი ჩოხისაა და არა კვირტნარევი ჩოხა, რომელსაც ძვ. ბოგანო გლეხები იცვამდნენ.