გადამყიდველი, ჩარჩი. ბრმა ვაჭარი? ბეცი ვაჭარი? ბრუტიანი ვაჭარი? ქორ – ვაჭარი პირველად მე შემოვიტანე ქართ. ლიტ – ში (იხ. „ძვ. ტფ. ბოჰემა“), როგორც ჩარჩ – ვაჭრის და გადამყიდველის პარალელი. ჩემს შემდეგ მთელი დამშვიდებით ხმარობს ყველა. „იჩინა თავი ქონებრივმა უთანასწორობამ... გაჩნდა მსხვილი მეცხვარეობა და ქორვაჭრობა“ (გ. ქიქ., „კომ“., 1935 წ., №243). ჩარჩი თოფიდან ძონძის ამოსაღები ხრახნილია (თ. რაზიკ., „ივ“., 1900 წ., №153).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.