გვარეულობა, ჯიში, ჯილაგი, ფესვი, ძირი (არა აქვს სწორად ახსნილი დ. ჩ.–ს). აქედან ქოქოლა (ძირია ქოქი). „თესლ – ტომითურთ სულ წარწყმდა, ძირით – ქოქით ამამაგდო (დ.გურ.). „სუფრას ამშვენებს სოველი დოქი, ბოთლების მომგონს გაუწყდეს ქოქი“ (აკაკის პიესა „განთ“., II მოქმ. II სურ.). „ასი ათასი კაცი რომ გამოგზავნონ (რუსებმა), სულ ქოქით ამოგვაგდებენ – მეთქი (გ. გოზალ., „1832 წლის შეთქ. გვ. 200-211). „ამოვარდა მაგათი ქოქი“ (ალ. ყაზბ., „მნათ“., 1925 წ., № 3. გვ. 180). „ყვავილი ქოქით ამოიღე“. „საათი დაქოქე“ – ძირია ქოქ. ქოქი – გურულად ეწოდება პატარა ქუდს, რომელიც მხოლოდ ქალას ჰფარავს.
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.