წვრილშვილი (საკუთ. მხლებელნი), ბევრი წვრილი შვილები. „ჩემი თვალის ჩინი ყაფლანი სიყვარულით მომიკითხე მისის ქულფათით“ (გრ. ორბ., „წერ“., ტ. II, გვ. 196). ეს სიტყვა ძალიან უყვარდა გრ. ორბელიანს: „ჩემო საყვარელო ძმაო ილიკო! ჩემის ანგარიშით შენ ახლა უნდა იყო შენს ქულფათში გაფარაღათებული (ე.ი. მოსვენებული, ი. გ.), განსვენებაში, გახარებაში“ (გრ. ორბ., „წერ“., ტ. II, 1937 წ., გვ. 47). ქულფათი ბავშვები აგერ ერთი კვირაა ცარილ მხალზედ გამამყავს“ (ა. ფურც., „ქიტესა“, 1890 წ., გვ. 8). „ყაფლანი ქულფათით ჩამოვიდა კოდიდამ“ (გრ. ორბ. „წერ.“). ქულფათობა – წვრილფეხობა (შვილები). „რაღა პასუხი გავცეთ უმწეო დედაკაცებს და ქულფათობას“ (ალ. ფრონ. „მთის არწივი შამილი“, 1914 წ., გვ. 10).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.