დახალული და დაფქვილი ხორბალი, თაფლ - წყალში მოზელილი. ქუმელას სჭამენ ხოლმე სუფსარქისის მარხვებში (ეს სიტყვა კარგად არის ახსნილი „ქართ. ლიტ. ქრესტ., 1939 წ., გვ. 319). თბილისში ქუმელა თაფლში მოზელილი ფქვიალია. ქუმელას მესხეთში უწოდებენ ფოხინდი – ს (ილ. მაისურაძის წერ. „ბათუმის პედინსტ. შრ.“, ტ. IV, 1954 წ.). ვაჟა ქუმელას უწოდებს ხალს („თხზ“., 1889 წ., გვ. 93). „თუშურ ქუმელით დავდივარ“ (ა. ადამია, „ლექსები და ბალადები, 1955 წ., გვ. 113). „გაზილეს გუდაშივე ქუმელი და შეუდგნენ ვახშმის ჭამას" (ლ. ბუქურ.). „...ზურგზედ მკიდია ქუმელა, სირცხვილით ვერ შემოვსულვარ“ („მოგზ“., 1901 წ., №2б გვ. 145, ჩან. თ. რაზიკ.).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.