ცეცხლს აღვივებენ მაყალზე, დასდგამენ შუა ოთახში, ზემოდან დაადგმენ ერთ დაბლფეხებიან მაგიდას, ამ მაგიდას გადააფარებენ დიდსა და სქელ საბანს, ყველა ოჯახის წევრი შემოუმწკრივდება გარშემო. შეჰყოფენ შიგ ფეხებს, გადმოიფარებენ საბანს და ზედ სადილობენ ან ერთობიან, საქმობენ და სხვ. ამ ქურსს ხმარობდა მდაბიო ხალხი ღუმელის ნაცვლად. „ყარამანმა ჰკითხა: ქურსი რა არის? ფრინველმა უთხრა: ცის ჩარხს ქურსი ჰქვიანო“, („ყარამანიანი“, 1857 წ., კ. II, გვ. 69).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.