განგებ, განზრახ. „ამ სიტყვებს ყასიდად ცრემლმორეული ამბობდა“ (ი. გოგებ. „კუნწულა“, 1886 წ., გვ. 111). „ყასიდათ რამდენიმე თოფიც მიაყოლეს“ (ანტ. ფურც., „მაცი – ხვიტია“, 1911 წ., გვ. 98). „პირველში ყასიდად უარი უთხრა ფულის სესხებაზე“ (მელ., „მოამბე“, 1899 წ., N8, გვ. 34, 40). არაბ. ყასიდა პატარა პოემას ნიშნავს. საკვირველია, რომ ეს ქალაქ. სიტყვა ლიხს იქითაც იხმარება. „დასწერეს, ისე ყასიდათ“ (ყარიბი, „ახ. გზა“, 1927 წ. N35, გვ. 3). ლ. მელიქსედბეგს კი ჰგონია ყასიდად ძალდატანებითია (მისი „სიათნ.“ გვ. 123).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.