მიკიტნის ალაფის დუქნებში ვიწრო სავაჭრო თარო ან უხუფო უჯრა, რომელშიც სხვადასხვა მარცვლეულობა ან თუთუნი ყრია. კედელთან მწკრივად არის გამართული. „ახალგაზრდა ქალი მაღაზიაში შევიდა, ყაფაზებზე ლამაზად დაწყობილი საქონელი შეათვალიერა“ („კოლმ. ხმა“, 1954 წ., N1, 11 ივლ.). „ამ ქოხში მოწყობილი იყო დუქნის ყაიდაზე ყაფაზა და თაროები“ (ალ. კობაიძე, ალ . ყაზბეგი“, გვ. 49). „მთელი სამი თვე ლორი ყაფაზებზე გვეყარა“ („თ.“ 1886 წ., N 33, გვ. 392).
გალია. „აქ მხეცები არიან დამწყვდეულნი რკინის ყაფაზებში" („ცისკ.“ 1858 წ., N 1, გვ. 22).
გულის ყაფაზი – საექიმო ტერმინია. „ღორი ან ცხვარი ხომ დაგიკლავს? გულის ყაფაზი და მუცლის ღრუ ერთი მეორისთაგან გაყოფილია (ივ. გომართ., „კოლექტივ.“, 1934 წ., N 273).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.