ტერმ. ყეფა წმინდა ქართ. მოვლენაა, ნიშნავს შეძახებას, შეკვნესას, შელაპარაკებას, შესიტყვებას. პირველად რუსთაველმა იხმარა. „ვით ბულბული, სტვენითა ყეფა მოუწყინარი“ („სახალ. საზანდ.“, 1873 წ.., გვ. 150). „... ვარდ – ზამბახი, ია – ვარდი, ბულბულთ ყეფა, სევდის ბაღი – აი ჩვენი ნაღვაწი“ (დ. ერისთ., კომედ. „საზოგადო საქმე“). „იადონი ხმას არაკრაკებს... ვითა მეტოქე; ბულბულიცა ვარდ შორის გაჰყეფს“ (ი. მჭედლ., ჟ. „ერი“ 1910 წ., N10).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.