ყა ყბ ყე ყვ ყი ყლ ყო ყრ ყუ
ყვა ყვე ყვი

ყველიერი

დღესასწაული, მთელი ერთი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. ე. წ. „ყველიერის კვირა“ წინ უძღოდა დიდმარხვას. ამ დროს აცხობდნენ ნაზუქს, ჭამდნენ თევზეულს, იაღლოს, ქადას (წმ. შიოს ქადას), ეზოებში საქანელას ჩამოაბამდნენ, ჭიაკოკონას ანთებდნენ, სახლიდან თაგვებს ერეკებოდნენ. შემდეგ შვიდი კვირის განმავლობაში მარხულობდნენ.
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9