ყა ყბ ყე ყვ ყი ყლ ყო ყრ ყუ
ყუა ყუბ ყუვ ყუთ ყულ ყუმ ყურ ყუტ ყუყ

ყუთნი

ბამბანარევი აბრეშუმის, ატლასის მსგავსი ქსოვილი, რომელსაც საბნის პირად ხმარობენ. ამ სიტყვას პროფ. მ. პოლიევკტოვი აკუთვნებს ძველ რუს. და იშვიათ სიტყვების „ოჯახს“: „ყუთნი აზიური ნახევრად აბრეშუმის ქსოვილია“ (თარგ. ჩვენია, – რ. კ.). ტფილისში იტყოდნენ: „ყუთნის საბანი“, „ყალამქრის საბანი“, თერგის საბანი“ (სხვადასხვა ნაჭრებისაგან რომ კერავენ). „ასწი ყუთნის საბანსა, ზედ გადმომხვიე მკლავები“ (ხალხ.).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9