შეუგნებელი, უტიფარი, ცუღლუტი. „იმე, ამ ყურუმსაღს სწორეთ არ შინებია ჩვენი – თქვა?“ (აკაკი, „რკინიგზა“, „დრ.“, 1880 წ., N 7). „დღეს ყაითამიდამ მომიტანეს თავი გაქცეულისა ყაზახის ურიადნიკისა, რომელიც იყო სამასის კაცის უფროსი იქა და ნიზამს აწყობდა ჯარებისას. დიდი ყურუმსაღი ჰარამზადა გათათრდა და სახელად ჰუსეინ დაირქო“ (გრ. ორბ., „წერ.“ ტ. II, გვ. 150). „ამ ყურუმსაღ ბესიას თავის ჭკუაზე მიჰყავს თემი“ (ეგ. ნინოშ. „ჯანყი გურიაში“, ტ.1, 1932 წ. გვ.11).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.