სა სე სვ სი სკ სლ სო სრ სტ სუ სყ სხ
საა საბ საგ სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო სარ სას საუ საფ საღ საჩ საც საძ საწ საჭ სახ საჰ

საზი

საკუთრივ ძნობას, მუსიკას ნიშნავს; აქედან საზანდარი – აღმოსავლეთის ორკესტრი; საზი გრძელტარიანი ჩონგურია, რომელსაც რვა სიმი აქვს. იკვრება ოთხ ხმაზე. საზი – განსაკუთრებით აშუღების ჩონგურია; ჩვეულებრივ ჩონგურს კი რამდენიმე სახელწოდება აქვს: „ჯურა-ჩონგური“, „ყოფუზა–ჩონგური“ და სხვ. ჩვეულებრივ ჩონგურზე მოგრძო ჩონგური. ტარიანი ფანდურივით. თურქი პოეტი ნიზამ ჰიქმეთი საზს ეძახის „სამსიმიან საკრავს“ („На рубеже Востока“, 1928 წ., №8, გვ. 34). მოხენებული აქვს ლერმონტოვს თავის „აშუღ – ყარიბში“. ეს ოსმალური ზღაპარი თარგ. კონ. კოლუბანსკიმ („ცისკ“. 1865 წ., №1, გვ.1). „აშიკ – კერიბი (აშუღ – ყარიბი, ი. გრ.) უკრავდა რა საზსა და აქებდა ძველთა მოლექსეთა თურქმანისათა“ („ცისკ.“, 1865 წ., №1, გვ. 1). „მუხამბაზიც ხელში საზით თქმული ამ ხმისა, შედგენილი ალექსანდრე სტეფანოღლისა“. (გვ. 7, 1878 წ. „ახალი ანბავი,“ შედგ. ჩაქუჩოღლანისა, გვ. 19). „საზი – ლერმონტოვის განმარტებით „ბალალაიკაა“ („აშუღ – ყარიბი“ – აბრამოვიჩის რედ., 1916 წ., ტ. IV, გვ. 277). ჩემი გაშლილი გული გაქვავდა და დამიმუნჯდა. მომლხენი პირი საზი, ჩონგური, დაირა, ჩანგი და თარი მე მძულს, ვითარცა ჭირი“ (დათა გუგუნა. „დროება“, 1885 წ., №197).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9