სა სე სვ სი სკ სლ სო სრ სტ სუ სყ სხ
საა საბ საგ სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო სარ სას საუ საფ საღ საჩ საც საძ საწ საჭ სახ საჰ

სათილი (სათლი)

  1. პირველად სათლი – ვედროს მნიშვნელობით შეგვხვდა ალ. ჭყონიას თარგმანში („მოამბე“, გარიბალდიები). ამ სიტყვას – სათლს – ვედროს ადარებს თ. სახ. („ფუნთუშა“ მოპასანის, გვ. 86). სპილენძის ჭურჭელია, ძირგამობურთულია, რომელსაც ძველად ქალს ატანდნენ მზითვად საწყაულის ნაცვლად.
  2. სათლი ანუ სათილი ეწოდება დალაქების თავსაბან ჭურჭელსაც; „სათლი აბანოსი“ („საქ. სიძველენი“, ტ. I, 1899 წ., გვ. 406).
  3. ვედრო, „მისდგება და სცემს სათლით ხელში“ (გ. ერისთ. თხზ., 1884 წ. გამოც., გვ. 456).
    Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9