სპარსელების დილის ლოცვა, და აგრეთვე ლოცვა ომის წინ. ჩვენში ვინმეს წყენა რომ უნდათ ეტყვიან: სალავათ ძაღლოვო, ვითომ სალოცავ ძაღლოვო. რჯული. „შენი სალავათი კი დაიქცეს“ (დ. ნახუცრ., „ჯიუტები“, 1914 წ., გვ. 9).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.