სა სე სვ სი სკ სლ სო სრ სტ სუ სყ სხ
საა საბ საგ სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო სარ სას საუ საფ საღ საჩ საც საძ საწ საჭ სახ საჰ

სართი

დანამატი, ზედმეტი. „ტანისამოსი რუსის ფარაჯაზედ გავცვალე და ერთი თუმანიც სართი ავიღე“ (ილია, „გლახის ნაამბობი“, თ. XI). საბას განმარტებით: საცვალზე დასამატია. „ძვირად ყიდვა სჯობია კარგისა, ზედ გამოღება სართისა“ (ხალხ.) „ჩემის საბადლოდ, სართად იყო პატარა იორკ“ (ივ. მაჩაბ., შექსპირი, „რიჩარდ მესამე”, 1928 წ., გვ. 141). დ. ჩ – ს აქვს „სართავი – სართო მომატება“. „ის სამი ცხენი ვიღასაც ჭიანურზე და მოახლე გოგოზე გაუცვალა და სართად ოცდახუთი მიანალთუნიანი ბილეთი ფულად გამოართვა“ („კრებ.“ 1871, № III, გვ. 69). სართი – დასწრებისაა. „პირიქით თვითონ ყაზარა ასწრობდა სართს და იჭვიანობდა“ (მელან., „მოამბე“, 1899 წ., № VIII, გვ. 7). (ანუ სარუყოფი), „ცხენი გავცვალე ცხენზედა, სართი ავიღე ბევრია“ (ხალხ.). „საართი შუშაა“ – ასე ამბობენ შუშების ჩამსმელები, როცა ალმასი ძნელად ტარდება მინაში.
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9