თავდარიგი, (თადარიგი). „სარისტა“ წარმ. უნდა იყოს რუს. Староста - საგან. „შეიძინა კარგი საქონელი და ქმრისგან დაწყებულს სარისტას, მხნეობას უფრო უმატა“ („მოამბე“. 1895 წ., № XI. დ. ბარნ. „მნათ,“, 1929 წ., № 7, გვ. 37). „პირველი მოთადარიგე და სარისტის მიმცემი“ (მელან., „ბნელო“, 1891 წ., გვ. 147). „ხელსაქმეში და სახლის სარისტში არ ჩამოუვარდებოდა დედას“ (დ. ბარნ., „ტკბილი დუდუკი“.). სარისტანიანი – წინდახედული, თადარიგიანი. „გველესიანი სარისტიანი კაცია და ამიტომ მან ნოტარიუსის ბეჭედიც მოიშველია...“ (სირიუსი, გაზ. „კომ.“, 1936 წ., № 20, 26 იანვარი). „სარისტიანი კაცის სახელი ჰქონდა გავარდნილი“ (ს. მგალ. I, გვ. 83). ყველაფერ საქმის მომწყობი; კილიოანი. „მართა სარისტიანი ადამიანია“ (ნ. ლომ., მოთხ., 1926 წ., გვ. 466). „...ის სარისტიანი ადამიანია – იმას ყველაფერ აქ“ (ა. ფურც. „ქიტესა“, 1890 წ., გვ. 9). „ამას ხელს უწყობს მილიციის თავდაჭერილი, საზრიან–სარისტიანი ქცევა“ (ნ. ზომლეთ., „მუშა“, 1934 წ., № 2). „როგორც მეოჯახე კნეინა გენო ჯორჯაძისა სარისტიანი, შეუდარებელი და მეტად კარგი დიასახლისი იყო...“ („ივ.“, 1889 წ., № 56). სარისტიანობა – თადარიგი. „...პეტრე ბაგრატიონის სარისტიანობამ საზოგადო ყურადღება დაიმსახურა“ („კლდე“, 1912 წ. № 1, gv. 9-11).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.