ზეწარი, ჩარსავი, ბალიშის პირი, საური არის აგრეთვე ჯარიმა, გადასახადი. მიტკლის საურგადაკრული დიდი ბალიში იდვა (ნ. ავალ., თარგ. „თავადის ქალი“, გვ. 72). ბალიშის პირი (არა აქვს საბას). ბალიშის თეთრი ზედაპირი, „ალისფერ ატლასის ბალიშებზე გადაკრული იყო წმინდა ტილოს საურები, რომელზეც გარშემო ეკერა ნაკერი ბატისტზე არშიები“ (ლ. არდაზ., პ. კეშელავას რედ., 1936 წ., გვ. 107). „მაშ რამდენი ზეწარი, საური, პირსახოცი, ხელსახოცი და ტრუსები უნდა დარეცხილიყო ბავშვებისათვის“ (მარიჯან – კ. ჩუკოვსკის „,მზიანა“, 1936 წ., გვ. 70).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.