ჯან – ღონით სავსე, ჯანსაღი. „რა საღ – სალამათი იყო, ვინ იფიქრებდა, რომ ასე უცებ გასჭიმავდა ფეხებს“ (ნ. ავალ., თარგ. „თავადის ქალი“, გვ. 238, 320). უვნებელი. (ილია, ტ. IX, გვ. 184). „განზრახვა ჩემი წმინდაა, გული საღ – სალამათია“ (ბაჩ., გვ. 494). სრულიად უზადო, სავსებით ჯანსაღი. „ენახა საღ – სალამათად დატოვებული შეღონებული შვილი და ელდა ეცა...“ (ს. მგალ., I მოქ.).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.