სა სე სვ სი სკ სლ სო სრ სტ სუ სყ სხ
სია სიბ სიგ სით სიკ სილ სიმ სინ სიპ სირ სის სიფ სიქ სიღ სიჭ

სიათა

თოფია ერთგვარი. „ხმალი შემოჰკრა ერეკლემ, თავი წინ გადაუგდო, თოფიც უჭირავს სიათა, ჯერაც არ დაუცლიაო“ („კრებ.“, 1873 წ., № 7, გვ. 37.). სიათა – ლულიანი ერთგვარი თოფია. სანადირო თოფია. „თოფო სიათავ, გემდური უხორცოდ გაშვებისთვისა, გაგტენე ტყვია – წამლითა, წაგიღე ნადირისთვისა...“ („კოლექტივიზაცია“, 1935 წ., № 11) „თოფი მეკიდა სიათა, ტუჩი ჰქონდა ხვარასნისა“ („თეატრი“, 1886 წ., № 5). ხალხური ლექსი ამბობს: „მხარზედით თოფსა ააცლის სიათა პირკვამლიანსა, წელზევით ხმალასა შემოხსნის, პირფრანგულ როხის ქვისასა“ („ცნ. ფურც.“, დამ., 1906 წ., № 376.). „ბევრისა დედა ვატირე, ბევრისა ცოლი თმიანი, ბევრისა თოფი შავკიდე, სიათა პირკომლიანი“ (ფშ. ხალხ. ლექსი). „მხარზე ჰკიდია სიათა, თავით ბოლომდე ჭრელია“ („ივ.“, 1893 წ., № 218. ვაჟა, I ტ., სახელგ., გვ. 385) „თოფი უჭირავს სიათა“ („ივ.“, 1883 წ., № IV, გვ. 91, ხალხ. ლექსი).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9