სა სე სვ სი სკ სლ სო სრ სტ სუ სყ სხ
სია სიბ სიგ სით სიკ სილ სიმ სინ სიპ სირ სის სიფ სიქ სიღ სიჭ

სინაბარა (სინამარა)

ამბობენ: შენ მიხვალ და მე ვიღას სინაბარას მიშვებო. ამბობენ კიდევ: ვის ამარა მტოვებო. ანაბარა. „სხვა ლაქიების სინაბარას არ გაუშო“ („პეპო“, გვ. 34). „ბედის ანაბარა“. იხ. საბას „ქილილა და დამანაში“: „ვახ, შენს ამარსა“. „სახლის ვის სინაბარა გაუშოთ?“ („ცისკ.“, 1865 წ., სექტემბერ, გვ. 32). „პატარა კაცი დარჩა ერთის ფეხის, ერთის ხელისა და ერთის თვალის სინაბარა“ („ივ.“, 1881 წ., № 2, გვ. 40). „იმ უღმერთომ იმის სინაბარას როგორ გაუშვა („ბნელო“, გვ. 3, 32). სინამარა – ანაბარა. ამარა. ფშავში „ინამარა“. „მტერი და მოავე დარჩეს ჩემ – ფერის ინამარასა“ (ბაჩ. „ივ.“, 1887 წ., № 213).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9