ქართულად ნათარგმნ მ. გორკის „დედაში“ სირაჩხანა ყველგან ნახმარია, როგორც ღვინის გადამყიდავი მიკიტანი, მაშინ როდესაც სირაჩხანა ადგილია, სადაც სულ განსაკუთრებული სირაჯები არიან და ღვინით ვაჭრობენ. იყო ავლაბრის თავდაღმართში მეღვინეთა კუთხე, მეღვინეთა უბანი. „ოთახი თითქმის დროებით სირაჯხანად გადაიქცა“ („კრებ.“, 1871 წ., № III, გვ. 27; გოგოლი, გვ, 387, „Питейный дом”). „მოიცადე, ნუ ლაპარკობ, სირაჯხანაში შევიდეთ“ (მ. გორკი, „ჩელკაში, 1928 წ., „შრომა“, გვ. 17). ალბად მთარგმნელს სამიკიტნო ჰგონია სირაჩხანა! „დედაშიაც“ ამ აზრითაა ნახმარი. ორივე მოთხრობა ერთი და იგივე პირის ნათარგმნი უნდა იყოს.
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.