გაცვლა – გამოცვლა ვაჭრობაში, ალბად სავაჭრო რამ, საქონელი. „სოვდა“ – ნარდათ ვაჭრობა“ (ანთოლოგია, III, გვ. 14). სოვდა („გაყრა“, მოქ. III). ვაჭრობა, აღებმიცემობა, ალიშ – ველიში. Торг. „ამ ოხერ ქვეყანაშიაც ჭკუა შემოვიდა: იცოდე, შვილო, რომ რამდენიც ტუტუცია ხალხი, იმდენი ხეირია იმასთან საქმის დაჭერა, აღებ – მეცემობა, სოვდის ქნა“ („ივ.“, 1892 წ., № 253). ეს სიტყვა ა. ბარნოვს უყვარს. „შენი მზითევის თანხა იყო, სოვდა ვქენ (რ. ერისთ., „თეატრი“, 1899 წ., № 8).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.