ს ო ვ დ ა ნიშნავს გაცლას. სოვდაგარი – გამცვლელი. ისე კი, როგორც დიდი ვაჭარი, აღებმიცემობით მოვაჭრე, ერთიანი მოვაჭრე, ფულიანი კაცი, სხვადასხვა ქვეყნებში მოსიარულე და აღებმიცემობით მოვაჭრე. წინად ეს სოვდაგრები აქლემებს დატვირთავდნენ საქონლით, მიჰქონდათ ხოლმე უცხო ქალაქში, იქ ასაღებდნენ, ჰყიდნენ საქონელს, იქიდანაც დატვირთავდნენ აქლემებს იქაური საქონლით და ბრუნდებოდნენ ხოლმე.
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.