სა სე სვ სი სკ სლ სო სრ სტ სუ სყ სხ
სუბ სუზ სუთ სულ სუმ სუნ სურ სუს სუტ სუფ სუქ

სუზანი

ლურჯად ნაქსოვი გრძელი ზეწარი, რომელსაც ტახტზე გადააფარებენ ხოლმე მხოლოდ ზემოთ ხალიჩაზედ (ფრანგი მოგზაური შარდენიც იხსენიებს: „ჩარდახის ქვემო მხარეს გაკრული იყო ოქსინო, ხავერდი და ჭრელი ტილო“ – ეს არის სუზანი. ტფილისი, მ. ჯანაშ. 1889 წ., გვ. 94). ტახტის სუზანი: ლურჯი და თეთრი, მიწა ლუჯი ჰქონდა, სახეშიც თეთრი შერეული. დაბალი ხარისხის იყო. აბანოს სუზანი ადგილი თეთრი, ზედ ფოთლები ნაკერი, უფრო მწვანით და წითელით მორეული. არ იყო სპეტაკი, სახე ნაკერი აბრეშუმით, აბრეშუმის გრძელი ფოჩები აქვს საიარაღო. შეძლებულნი მზითვში აძლევენ. ტახტის ლეიბზე („იანი ნაალი“) გადასაფარებელი ჭრელი (ცისფერი) ქსოვილი, „ყველაფერი ეს გამოუკრა ჯერ სუზანში, მერე ფარდაგში და შეჰკრა მაფრაშასავით თოკებით“ („ოთ. ქვრ.“, თავი XI). ტახტზე ხალიჩაზე ნახევრად გაფენილი გრძლად. ლურჯია („ოთ. ქვრ.“. ილია). სუზანი ტაჯიკისტანში ნიშნავს Сузан вышивки-ს (Таджиский сборник, 1933 წ., გვ. 82). „ბებია ნინოს თავისთვის ერთი ოთახი ჰქონდა მოწყობილი ძველებური ტახტით, მუთაქებით, სუზანით, იანის ნაალით და ხალებით, საშინლად ეჯავრებოდა სკამზე ჯდომა“ (ივ. მჭედლ. მოგონება მ. საფაროვა – აბაშიძეზე „თემი“, 1912 წ., № 55). „ქალი ლამაზად მორთული სუზანზედა ზის დორესო, მე უქმროობას ვერ გავძლებ, გაენდო ისდორესო“. („Описание“ ტ. 11, გვ. 232). „ამ სკივრზედ აკოკოლავებულია ქვეშსაგები ლურჯის სუზანით თავიდამ ბოლომდე ჩამოფარებული“ („ოთ. ქვრ.“, თ. II). „ერთი ლაიბი, ერთი სუნდუზი და ერთი სასთაული“ (ხელმწიფის კარის გარიგება, გვ. 6). ექ. თაყაიშვილი ამბობს, რომ სუნდუზი იგივე სუზანია ტახტზე საფენი აბანოშიო (იქვე, გვ. 28). „ერთ შეგირდს ეჭირა იღლიაში ლურჯ სუზანში გახვეული ფარჩები“ (ლ. არდაზ., 1936 წ., გვ. 1900, სეხნია ჩხეიძე წერს: „დადგეს კარავი ფილაქანსა ზედამ,დააფინეს კარავსა თავსა სუზანი, მოაფარეს ლორსა ბაყალბანდი... დააფინეს ქვეშაგებანი და დაიტირეს ცხედარი“ („ივ“., 1890 წ., № 154).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9