სუნოვანი საღებავი, წარბებზე წასასმელი. ძველად სპარსელების წაბაძვით სურმით ქართველი ქალებიც იღებავდნენ წარბებს. ამას ამტკიცებს ხალხური ლექსი: „ვისი ხარ, გოგო, ვის გაუზრდიხარ შვილადა? არც გინდა პირის დაბნა, არც წარბის ღება ხშირადა!“ რით იღებვდნენ წარბებს? მგონი ჰინით, თუ არა – სურმით. ხალხური ლექსი ამბობს: „კაბები გაქონდა ბურმა – ბურმა, თოლები გაქონდა სავსე სურმა“ (ლ. აღნ., „სპარსეთი და იქაური ქართველები“, გვ. 208).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.