სუფსარქისის ეკლესია. იხ. მელქსედ-ბეგის რუსული წიგნი Грузинский (........) 1917 წ. გვ. 109-111. „სურფსარქისს რო მარილკვერი ვაჭამე, სწორედ ეგ კნიაზი ენახა“ (ნ. აზიანი, „ფული და ხარისხი“, II მოქ., გამოსვლა მეორე). მარხვაზე – იხ, ლეონ მელექსედ – ბეგის რუსული წიგნი „არაჯავორ“, გვ. 109. კ. კეკელიძის წერ. „საქართველო“, 1916 წ., № 124. „ამ ეკლესიის დღეობა მოდის თებერვალში. გასათხოვარი ქალები წუმს ინახავენ, აცხობენ მარილ – კვერს და სჭამენ, რომ სიზმარში საბედო ნახონ. არის გათავთავება საგნისა. თუ ვაჟმა ქალს თიხის ჯამით მიაწოდა წყალი, მაშინ არ ვარგა – ქალი სიღარიბეში ეყოლება, ხოლო თუ ვერცხლის ბადიაა – მაშინ ცოლს კარგად შეინახავს. ამ ნიადაგზე ხშირად შეყვარებულებიც განშორებულან. 1889 წელს ამ ნიადაგზე ერთი ახირებული ამბავიც მოხდა, რომლის შესხებაც ტფილისის რუსულ – ქართულ გაზეთშია მოთხრობილი: ქალ – ვაჟს ერთმანეთი უყვარდათ, ჯვარიც უნდა დაეწერათ, მაგრამ ამ დროს სუფსარქისის მარხვა დადგა და ქორწილიც გადაიდო. ქალმა სიზმარში ვითომ თავის დანიშნული ნახა, რომელიც თიხის ჯამით წყალს აწვდიდა; სიზმარი მშობელბს უამბო. მშობლებმა ვაჟს უარი უთხრეს: „თიხის ჯამი სიღარიბეს ნიშნავს და ქალს არ გავაუბედურებთო“. ვაჟი რევოლვერით მივიდა თავის დანიშნულთან და მოხდა ერთი ორომტრიალი, ქალი მაინც არ მისცეს და ასე გამოაპანჩურეს სიძე სახლიდან“ („ივ.“, 1889 წ., № 46, გვ. 4). „სუფსარქისობა“ ჯავახეთშიც ყოფილა, რომელსაც ეწოდება ხილირ–ელაზი. იქაც ისეთივე ჩვეულება ყოფილა, როგორც აქ. მაგ., ახალგაზრდა გასათხოვარი ქალი ან ვაჟი (დასანიშნი) ვითომდა ტყობილობს, ვისზედ დაინიშნება. ამ შემთხვევაში ასე იქცევიან: მთელი კვირა უნდა იმარხულოს გასათხოვარმა ქალმა ან ვაჟმა, კვირა საღამოს დაწოლის დროს სჭამს „მარილკვერას“, დაიძინებს. ვინც სიზმარში წყალს დაალევინებს, იმაზე დაინიშნება“ („ივ.“, 1889 წ., № 50, ვ. კოპტონ. წერ.). „ვენაცვალე სუფსარქისის მადლს, არც გამიცრუვდა იმედი და ამაგი“ (მელან., „საქართ.“, 1918 წ., № 222).