აპოხტის, ძეხვის, ლორის და მისთანათა გასახმობად ამართული ხე. „ტარაღაჯს ეძახიან აპოხტისა და ძეხვის გასახმობად ამართულს ორ ხეს, ორ - სამ საჟენზე ერთმანეთზე მოშორებით, რომელზედაც სიგრძეზე გადებულია ორი ან სამი დალურსმნული წვრილი ხე“ („ივ“., 1886 წ., № 236).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.