ჩა ჩე ჩი ჩლ ჩო ჩუ ჩქ ჩხ
ჩი( ჩია ჩიბ ჩიგ ჩით ჩიკ ჩილ ჩინ ჩიჟ ჩირ ჩიტ ჩიფ ჩიქ ჩიღ ჩიჩ ჩიხ

ჩილიკა

პატარა ჯოხი, ჩილიკა-ჯოხის თამაშობისათვის. იმერ. რიკთაფელა. ბავშვების სათამაშოა (მეც ბევრჯერ მითამაშნია). მომგები ჩილიკას სადამდისაც გასტყორცნის ჯოხით, წამგები იქიდან უნდა უსუნთქებლივ იწიოწოს (იხ. წიოწობა). მწერლობაშიც არის ეს სიტყვა. ა. ახნაზაროვი ალფას ფსევდონიმით წკეპლავდა ჩვენს მოღვაწეებს. ნ. ნიკოლაძეზე ამბობს: „უცხო სახელმწიფოების ყველა მოღვაწესთან ჰქონდა დამოკიდებულება - ლუი ბლანთან ათურმა უთამაშია, ფერრისთან - ჩილიკა - ჯოხი („თ“., 1889 წ., № 7).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9