კოჭლი. „ნუთუ ის ჩოლახი ადმინისტრატორი... მე დამცინის“? (ალ. იმედ., „მემუარები“, ხელნაწ., გვ. 154). „ყურებზე ხახვი არ დამაჭრა, შე ჩოლახო“ (ს. მგალ., „მოამბე“, 1899 წ., № 8, გვ. 57). „ახ, მაიმუნ, მაიმუნ, ჩოლახ, ჩოლახ, მაიმუნ“ (ქუჩაში ასე ათამაშებდნენ).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.