ჩა ჩე ჩი ჩლ ჩო ჩუ ჩქ ჩხ
ჩობ ჩოდ ჩოთ ჩოკ ჩოლ ჩომ ჩონ ჩორ ჩოფ ჩოქ ჩოღ ჩოყ ჩოჩ ჩოხ

ჩორსო (ჩორჩო)

  1. ოთხკუთხედი. ბაღდადს, რომ კეცავენ, ამბობენ: ჩორსოდ დავკეცეო, ე. ი. ოთხად დავკეცეო. სიტყვა ჩორსი ალ. მაჩაბლის სტატიაშიც იხსენიება. „სოფ. ქურთა თავის სახნავ - სატესით იქნება დაახლოვებით ხუთი კვადრატი (ჩორსო) ვერსი, თითქმის თანასწორი სიგრძისა და სიგანის“ („აკაკის კრებ“.).
  2. ჩორსო ბაზარი, ეს ბაზარი იყო თათრის მოედანსა და სიონის ტაძარს შუა (ეხლა ებრაელთა ბაღია). ვიწრო ოთხკუთხა ბაზარი იყო. აქ იყვნენ ყაზახები და თოქმაჩები (იხ.). მე - 18 საუკ-შიც იხსენიება ეს ადგილი. იესე ოსეშვილი წერს: „მოედანზე ქვეშ აბანო და ზედ ორი დუქანი. აგრეთვე, გარეთუბნის დუქანი და ჩორსოსთან დუქანი“ (მისი „თავგადას“., 1913 წ., გვ. 32). ამრიგად, ეს ადგ. იყო - ბაზაზხანიდან რომ გამოხვიდოდი და ურიების უბანს (იერუსალიმის ქ.) აუხვევდი. ჩორსო ოთხკუთხედს ნიშნავს და აქაც ოთხი კუთხე იყო. სიონის ქუჩის დასაწყისი, იერუსალიმის ქუჩის დასაწყისი, პატარა სირაჩხანის აღმართი და დახურული ბაზარხანის დასაწყისი. „ერთი კარგი სახელი მწონდა ჩორსო ბაზარში“ (რ. ერისთ., „თ“., 1889 წ., № 9. იხ. აგრეთვე „დავრიშიანი“, 1913 წ., გვ. 12). „რაც შეეხება ქართ. ენას, მას ბაზარში და ჩორჩო ბაზარში ნუ დაუწყებენ ძებნას“ (ლ. არდ., „ცისკ.“ 1861 წ., № 6, გვ. 165).
    Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9