ნამდვ. ჩორ - სიხმელე, ხმელი; ცავ - სატკივარი, ე.ი. მოგეცეს სატკივარი, რომელიც გაგახმობს. დედაკაცი თავის ქალიშვილს ეუბნება: „აი გახმი“. ეს სიტყვა ნახმარი აქვს ზ. ანტონოვს („თხზ.“, 1876 წ., გვ. 255). „აი, ჩორუმცა და ღვთის რისხვა“ (გ. სუნდ., „დაქც. ოჯახი“). დ. ბატონიშვილსაც აქვს თავის ლექსში.
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.