შანჭრაქები არიან სომხეთში (ერევანში) მოსიარულე ბოშები. ეხლა ეს შანჭრაქები, როგორც ლტოლვილები, ცხოვრობენ ავლაბრის ერთ - ერთ უბანში. „უი, მეხი კი დაგაყარე მაგ შანჭრაქა თავზე („საქ. მოამბე“, 1863 წ., № 7, გვ. 35). „კროა ვინ არის და შანჭრაქა ვინ“ („ცისკ.“, 1864 წ., სექტ., გვ. 41).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.