სპარს. ხეხილის ტოტი.
გადატ. ჩვენში ამბობენ: შახს არ იტეხსო, ე. ი. ისევ ფართი - ფურთობსო. „ძენი ხართ ჰაოს - ქართლოსის, ნუ გაიტეხამთ შახსაო“ (ჰაზირა, „ბელადი“, 1904 წ., გვ. 15). „დასდიხარ შახით, ბროლის სახით, გევხარ მთვარესა“ (ჰაზირა). „ფულს რომ დაინახავენ ჩემს ქისაში, მაშინ სულ სხვა შახი მექნება“ (ვ. გუნ. „დედისერთა“, 1910 წ., გვ. 19). შახად – ყოჩაღათ, კარგად, შნოიანად, ლაზათიანად, თამამად. „თქვენ შახად იყავით...“ („ცნ. ფ.“, დამატ., 1903 წ., № 102). „მივედი და მეც ერთი შახად დავბრძანდი“ (შურდ.“, 1904 წ., გვ. 28). შახიანი – „ალიონი, მალიონი, გალაქტიონ ხმალიონი, კოხტა არის, შახიანი, ღმერთო, იმ დროს ნუ მომასწრეფ, ყოფილიყო ქალიანი“ (ხალხ.). მწ. გრ. ნახუცრ. ერთი თავისი წიგნი („მამამ გამომგზავნა“) მიძღვნა შემდეგი წარწერით: ი. გრიშაშვილს, რომელმაც შემაყვარა ქართ. ლექსი და შახიანი ქართული ენა“ (წიგნი ჩემს ბიბლიოთეკაშია დაცული). „მე მიყვარს შახიანად გავლა - გამოვლა თავმომწონე ახალგაზრდებში“ (ლ. მეტრ., „ცხრათვალა მზე“, 1939 წ., გვ. 123, 170).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.