შა შბ შე შვ ში შლ შმ შო შრ შტ შუ შხ
შე შეა შებ შეგ შედ შეე შეთ შეი შეკ შემ შენ შეჟ შერ შეს შეფ შეღ შეყ შეშ შეც შეხ შეჰ

შეითან ბაზარი

ეშმაკის საპარდულო.
ეწ. თათრის მოედნისაკენ (აბანოებთან), ვორონცოვის ქუჩის დასაწყისიდან, ვიდრე № 18, 25 - მდე ადგილს. წინათ ერქვა „განჯის კარი“. სხვათაშორის ვორონცოვის ქუჩა , სადაც ეხლა ტრამვაი დადის, წინეთ საცალფეხო ბილიკს – მტკვრის სანაპიროს – წარმოადგენდა და ბაღებით იყო დაფარული. ეს ქუჩა გაიჭრა მ. ს. ვარანცოვის ნამესტნიკობის დროს 1850 წ. და ეწ. „ვარანცოვის ქუჩა“ (ეხლა კომუნალური ქუჩა). „მე რათ მინდა გიმნაზია, დავთარი, ჩემი სწავლა არის შეითან ბაზარი“ (არტ. ახნ. „თ.“’, 1885 წ., № 15). „ამან არ იცის, რომ შეითან ბაზრიდან მთელი ბატალიონი მომიყვანია“ (ა. ცაგ., „რაც გინახავს...“, მოქ. II).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9