ყველშერეული (ჩახარშულ — ჩაზელილი) ღომი. ადუღებულ წყალში გახსნიან სიმინდის ფქვილს და შიგ ჩაჭრიან ბლომად ჭყინტ ყველს. რამდენჯერმე მაგრად მოზელენ. ფქვილი რომ მოიხარშება, ელარჯი ღომივით გასქელდება.ჩოგნით ამოიღებენ და ჭამენ. ძალიან მსუყე და გემრიელია. ბევრს ვერ შეჭამ (ს. მაკალ., გვ. 207). ღომს ქვაბიდან სანახევროდ რომ ამოიღებდნენ, მოსულ ჭყინტ ყველს (ჭალაჸვალს) ან ახლადგადაზელილ სულუგუნს თხლად დაჭრიდნენ და ბლომად ყველს ჩაყრიდნენ ქვაბში. ქვაბს ისევ ცეცხლზე ჩამოკიდებდნენ და სუთით (კირზით) ჩაზელდნენ ღომთან ერთად.ცოტა ხანს ასე დატოვებდნენ, მერე კი გადმოიღებდნენ და დააგებდნენ.ღომი იწელებოდა (ოზინდაია) (მასალები, ტ. 3, ნაწ. 2, გვ. 207; 208)
- შქირენაქ იჸუა-და, ელარჯი ბჭკუმათია
- შიმშილობა თუ იქნა, ელარჯი ვჭამოთო. : ხალხ. სიბრ., 1, გვ. 158
- მორთია ჩხანაია, ელარჯის ფჩანანია
- მოდიო მზეო, ელარჯს გვაჭმევენო.: კ. სამუშ., ქხპს, გვ. 12
Source: მეგრულ-ქართული ლექსიკონი = Megrelian-Georgian dictionary : [3 ტომად] / ოთარ ქაჯაია ; [სარედ. საბჭო: თ. გამყრელიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]]. - თბილისი : ნეკერი, 2001. - 29 სმ..