ი- ი} ია იბ იგ იდ იე ივ იზ ით იი იკ ილ იმ ინ იო იჟ ირ ის იუ იფ იქ იღ იშ იც იწ იხ იჯ
ი- ი} ია იბ იგ იდ იე ივ იზ ით იი იკ ილ იმ ინ იო იჟ ირ ის იუ იფ იქ იღ იშ იც იწ იხ იჯ

ი-

  1. სათავისო (სასუბიექტო) ქცევის პრეფიქსი სამსავე პირში: ვ-ი-თასუნქ ვითესავ, ი-თასუნქ ითესავ, ი-თასუნს ითესავს (შდრ. თასუნს თესავს, უთასუნს უთესავს); ვ-ი-შენენქ ვიშენებ, ი-შენენქ იშენებ, ი-შენენს იშენებს (შდრ. აშენენს აშენებს, უშენენს უშენებს).
  2. სასხვისო (საობიექტო) ქცევის პრეფიქსი პირველსა და მეორე პირის ობიექტთან: მ-ი-ჭარუნს მიწერს, გ- ი-ჭარუნს გიწერს (შდრ. უჭარუნს უწერს); მ-ი-თასუნს მითესავს, გ-ი-თასუნს გითესავს (შდრ. უთასუნს უთესავს).
  3. ერთპირიანი დინამიკური ვნებითის საწარმოებელი პრეფიქსი ზმნაში უ სუფიქსთან ერთად (ი- — -უ): ი-ხაჩქუ-უ(ნ) ითოხნება, ი-შენებუ-უ(ნ) შენდება, ი-ჭკომუ-უ(ნ) იჭმება...
  4. ერთპირიანი შესაძლებლობის ვნებითის საწარმოებელი პრეფიქსი ზმნებში -ე სუფიქსთან ერთად (ი- — -ე): ი-ჭკომ-ე(ნ) შეიძლება ჭამა, შეიჭამოს; ი-ხაჩქ-ე(ნ) შეიძლება თოხნა...
  5. უფუნქციო ელემენტი უწყვეტლისა და წყვეტილის მწკრივთა პირველსა და მეორე პირში: პჭარუნდ-ი ვწერდი, ჭარუნდ-ი სწერდი; ვ/ფთასუნდ-ი ვთესდი, თასუნდ-ი სთესდი, ვ-ხანტუნდ-ი ვხატავდი, ხანტუნდ-ი ხატავდი... დოპჭარ-ი დავწერე, დოჭარ-ი დაწერე; გუასქვამ-ი გავალამაზე; გოპტიბ-ი გავთბი, გოტიბ-ი გასთბი...
    Source: მეგრულ-ქართული ლექსიკონი = Megrelian-Georgian dictionary : [3 ტომად] / ოთარ ქაჯაია ; [სარედ. საბჭო: თ. გამყრელიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]]. - თბილისი : ნეკერი, 2001. - 29 სმ..
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9